ახლა უკვე ფანტაზიებშია, კაბინეტს ქმნის, პრემიერობის კანდიდატი ჰყავს, დაინაწილეს ალბათ მინისტრობის კანდიდატები - გურამ მაჭარაშვილი

მაჭარაშვილი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, გურამ მაჭარაშვილი ორბელიანების სასახლეში მიმდინარე პროცესებსა და ოპოზიციასთან შეხვედრებს ეხმიანება. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი კიდევ ერთხელ არღვევს კონსტიტუციას.

"ახლა უკვე ფანტაზიებშია, კაბინეტს ქმნის, პრემიერების კანდიდატი ჰყავს, დაინაწილეს ალბათ მინისტრობის კანდიდატები. არა მარტო საქართველოს მართავს, გერმანიაში ჩავიდა და დაარღვია კანონმდებლობა, გერმანიასაც უთითებს, რა გააკეთოს. მსოფლიო მასშტაბის ლიდერი ჰგონია თავი. ამიტომაც, ერთადერთი რამ დაგვრჩენია - რომ იმპიჩმენტის წესი დავიწყოთ და 26-ში პოლიტიკურ მოუსავლეთში გაუშვას საზოგადოებამ ოპოზიცია," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატზე ოპოზიციასთან კონსულტაციებს განაგრძობს. დღეს შეხვედრების მეორე დღეა.