1740388520
ახლა აქციებს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე, „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ და სალომე ზურაბიშვილი წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი - გია ვოლსკი

იმის გამო, რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის იდეებმა და გვარამიამ ვერ გაიმარჯვეს, ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე გასულად გამოაცხადეს, რაც თავისი შინაარსით აბსოლუტურად უტიფარია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, ახლა აქციებს ერთი მიზანი აქვს, რომ როგორმე, „ნაციონალური მოძრაობის“ „სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ“ და სალომე ზურაბიშვილი წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი.
„ერთადერთი ლოზუნგი დარჩათ, თითქოს, საქართველო რუსეთის გუბერნია უნდა გახდეს. არადა, საქართველოს ხელისუფლება სამშვიდობო პროცესის განვითარებას ითხოვს, რომელიც უკრაინის მიერ შემოთავაზებულ რეზოლუციას შეუერთდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. იმის გამო, რომ არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილის იდეებმა და გვარამიამ ვერ გაიმარჯვეს, ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე გასულად გამოაცხადეს, რაც თავისი შინაარსით აბსოლუტურად უტიფარია. ახლა ამ აქციებს ერთი მიზანი აქვს – როგორმე, ამ წინააღმდეგობის მოძრაობას „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი სეგმენტი ჩამოაშორონ და სალომე ზურაბიშვილი – ეს ჩვეულებრივი, რიგითი, ნომრიანი აგენტურა და მისი გარემოცვა წინ წამოწიონ, როგორც ოპოზიციის ლიდერი. ნებისმიერ აქცია სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სამწუხაროა, რომ ამაში ჩართული არიან ახალგაზრდები, რომლებსაც რეალურად, არ ესმით, რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში და რა ძალისხმევაა საჭირო, რათა საქართველო გადაურჩეს იმ მზაკვრულ გეგმას, რაც, მათ შორის სალომე ზურაბიშვილს გააჩნია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

როდიდან გამოიდარებს საქართველოში?
1740423990