აკაკი ალადაშვილი: შეხვედრების დროს ვგრძნობ, უფრო მეტ მოტივაციას და რწმენას, რომ 26 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება გველოდება - პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება

"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს რაიონის დელეგატი აკაკი ალადაშვილი, ანტონოვსკაიას ქუჩაზე მაცხოვრებლებს შეხვდა.

ამომრჩეველი გაეცნო „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე დელეგატმა განიხილა „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები. ასევე, ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და პროცესებსა და მნიშვნელოვან საკითხებზე.

„მოსახლეობა, ღიად გამოხატავს ჩვენი გუნდის მიმართ მხარდაჭერას. ასეთი, შეხვედრების დროს ვგრძნობ, უფრო მეტ მოტივაციას და რწმენას, რომ 26 ოქტომბერს დამაჯერებელი გამარჯვება გველოდება, მოქალაქეებს პირობა მივეცი, რომ შეხვედრაზე განხილულ, თითოეულ მნიშვნელოვან საკითხს მივიტან საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნასთან“,-განაცხადა აკაკი ალადაშვილმა.