„7 ივლისიდან ნამდვილი ზაფხული დაიწყება...“ - ივლის-აგვისტოს ამინდის პროგნოზი
1751551130
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სულხან თამაზაშვილმა აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყება მიულოცა.
,,ძვირფასო აბიტურიენტებო, მინდა წარმატებები გისურვოთ ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე. განათლება ქვეყნის განვითარებისა და სტაბილური მომავლის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. თქვენნაირი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდობა ამის გარანტია. დარწმუნებული ვარ, მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას არ დაიშურებთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად. წელს აჭარიდან 4000-ზე მეტი აბიტურიენტი იღებს გამოცდებში მონაწილეობას. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ახალგაზრდების ხელშეწყობას და თანამედროვე მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას რეგიონში“ - ნათქვამიათავმჯდომარის განცხადებაში.