4-5 კვირა დიდი დროა, ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი სივრცე - ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გაკეთდა

ვედანტ პატელი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი კომენტარი გაკეთდა. ბრიფინგზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ, უწყების პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ ისინი მხარს უჭერენ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ითქვა, ასევე, რომ ადმინისტრაციის ცვლილებამდე იქნება დამატებითი ქმედებები, მათ შორის - სანქციები.

"4-5 კვირა დიდი დროა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 4-5 კვირაში. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი სივრცე. საბოლოო ჯამში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც მანამდე სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა, ჩვენ ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, რადგან დავაკისროთ პასუხისმგებლობა მათ, ვინც მიგვაჩნია, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის", - განაცხადა ვედანტ პატელიმ.