3 ოპოზიციური პარტია აღიარებს არჩევნების შედეგებს, ითხოვს რა საბიუჯეტო დაფინანსებას. ცინიზმია, რაც ვიხილეთ ბიზნესმენებისგან, რომლებიც რუსეთში დიდ ფულს შოულობენ და ხელისუფლებას დებენ ბრალს პრორუსულობაში - ვატო შაქარიშვილი

ვატო შაქარიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიებზე საუბრობს.

ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით საქართველო სამი წელია სხვადასხვა პოლიტიკური აქტორის მხრიდან განსაკუთრებული სამიზნეა.

„ქართველი ხალხის უმრავლესობა არ მოტყუვდა. ჩვენ შევინარჩუნეთ სახელმწიფოებრიობა, ჩვენ შევინარჩუნეთ დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. სამი მსხვილი დესტრუქციული ოპოზიციური პარტია აღიარებს არჩევნების შედეგებს, ითხოვს რა საბიუჯეტო დაფინანსებას. წარმოუდგენელია, ცინიზმია რაც ვიხილეთ იგივე ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან ბიზნეს საქმიანობით დიდ ფულს შოულობენ და ხელისუფლებას დებენ ბრალს პრორუსულობაში. ქართულმა ბიზნესმა კაია კალასისგან გადაიღო ეს მოდელი, რომ შენ შეგიძლია შეედავო სხვას, ის რასაც შენ თვითონ აკეთებ. მისი მეუღლე დადასტურებულად არს ჩართული რუსეთთან საქმიანობაში. დიფ სთეითის სრული დემონტაჟი დაისახა მიზნად დონალდ ტრამპმა. ცხადია, ეს აისახება ევროკავშირზეც, საქართველოზეც. მას შემდეგ, რაც უკრაინის ომის დასრულება ოფიციალურად გაფორმდება, ჩვენც ვიტყვით, რომ ეს ფაზა დასრულდა საქართველოს გამარჯვებით. ჩვენ ამ ბრძოლაში კიდევ უფრო გავძლიერდით. სახელმწიფო ინსტიტუტები კიდევ უფრო გაძლიერდა. ქართველი ხალხი, ქართული საზოგადოება კიდევ უფრო გაიზარდა და ჩვენ ძალიან მყარად დავდექით იმ ლიანდაგზე რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცება“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.