„სოლიდარობა ბრწყინვალე დათო დოიაშვილს და თეატრის უნიჭიერეს დასს“ - მიხეილ სააკაშვილი
1744915484
გიორგი გახარიას მოსმენა საგამოძიებო კომისიაზე და მისი განცხადებები პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემაა - მმართველ გუნდის შეფასებით, გახარიამ ვერ გასცა პასუხები კითხვებს და ვერ ახსნა ის გადაწყვეტილებები, რომლებიც შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს მიიღო. მათ შორის 2019 წლის აგვისტოში, როცა გახარიას ბრძანებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის ახალი საგუშაგო ჩადგეს, რასაც პასუხად ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ერთდროულად რამდენიმე საგუშაგოს განთავსება მოჰყვა.
"ქართულ ოცნებაში" გახარიას ამ გადაწყვეტილებას დავალებად და პროვოკაციად აფასებენ, რომლის მიზანიც შეიარაღებული დაპირისპირება და ახალი კონფლიქტი იყო.
განსხვავებულია შეფასებები გახარიას გუნდში, სადაც ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი სახელმწიფოებრიობის დაცვა იყო.
"2008 წლის შემდეგ, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინა რეალური პრინციპულობა და მოიქცა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს თავმოყვარე ქვეყანა, დაიცვას საქართველოს სუვერენიტეტი, საქართველოს ტერიტორიები, როგორც პოლიტიკური კუთხით, ასევე, თავიდან აიცილა შემდგომი კონფლიქტი. ასე რომ თუ "ოცნება" ამაში რაიმეს ხედავს არაკანონიერს, მათი ნებაა", - აღნიშნა "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი შარაშიძემ.