რუსი სამხედროების მიერ ხარკოვზე სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა

რუსი სამხედროები

რუსმა სამხედროებმა ხარკოვზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, ორი ადამიანი დაშავდა. მათ ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საჰაერო ძალებმა სარაკეტო საფრთხე გამოაცხადეს ხარკოვის, პოლტავისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში. მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავდასხმის სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები გახდა.

აფეთქებების ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. ამასთან, რუსულმა მხარემ ცეცხლი გახსნა სუმის რაიონში, დაშავებულია ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე.