რუსეთის დარტყმის შედეგად ოდესასა და კიევის ოლქში საცხოვრებელი სახლები დაიწვა - არიან დაშავებულები

ოდესა

რუსული ძალების მიერ დარტყმის შედეგად ოდესის ერთ-ერთ რაიონში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ინფორმაცია ოდესის ადმინისტრაციის უფროსმა სერგეი ლისაკმა გაავრცელა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კიევის ოლქში კი ორი ადამიანი დაიჭრა, - ინფორმაციას ოლქის ადმინისტრაციის უფროსი ნიკოლაი კალაშნიკი ავრცელებს. მისივე ცნობით, შეტევის შედეგად კერძო საცხოვრებელი სახლი დაიწვა.