ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

ამერიკის დახმარება, უკრაინას გამარჯვების შანსს მისცემს, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებს უკრაინის სამხედრო დახმარების დამტკიცებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ კიევი დახმარებას უმოკლეს დროში მიიღებს.

უკრაინის დახმარების 61 მილიარდიანი პაკეტი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 20 აპრილს დაამტკიცა, ხვალ კი მას სენატში დაამტკიცებენ, რის შემდეგაც, ხელმოსაწერად პრეზიდენტ ბაიდენს გადაეგზავნება.