ყოფილ მინისტრს და მოქმედ დეპუტატს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხელკეტით სცემენ - მას ფულის გათეთრებას ედავებიან

სასამართლო

კუალა ლუმპურის უმაღლესმა სასამართლომ მალაიზიის ახალგაზრდობისა და სპორტის ყოფილ მინისტრს და სამხრეთ ჯოჰორის შტატში მუარის საარჩევნო ოლქის მოქმედ დეპუტატს, საიდ სადიკ აბდულ რაჰმანს, შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა და ხელჯოხის ორი დარტყმა მიუსაჯა კორუფციის საქმეზე. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

პოლიტიკოსს ბრალად ედებოდა ქონების მითვისება და ფულის გათეთრება.

გარდა პატიმრობისა და ხელკეტის დარტმისა, მას მოეთხოვება ჯარიმის გადახდა 10 მილიონი მალაიზიური რინგით (2,1 მილიონი დოლარი). გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი მინისტრი საჩივარს შეიტანს და სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე პარლამენტის წევრის სტატუსს შეინარჩუნებს.

გამოცემის ცნობით, ეს ქვეყანაში პოლიტიკოსისთვის ფიზიკური დასჯის პირველი შემთხვევაა.