66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
მაროკოში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 100-ს გადააჭარბა, სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
BBC-ის ინფორმაციით, მარაკეშის სამხრეთით მდებარე მთიან სოფლებში მაშველებს გადარჩენილების ძებნა შიშველი ხელებით უწევთ, რადგან ხელისუფლებამ აღჭურვილობა ნანგრევებით დაფარული გზების გასაწმენდად გაგზავნა.
მაროკოელი მაშველების დასახმარებლად ქვეყანაში ჩავიდნენ საგანგებო სიტუციების სამსახურების ჯგუფები ესპანეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან, კატარიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს საფრანგეთმა, აშშ-მა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ.
შეგახსენებთ, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მოხდა. 20 წუთის შემდეგ მას განმეორებითი 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგი მოჰყვა. სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ მარაკეშიდან სამხრეთ-დასავლეთით ატლასის მთებში, 71 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.
ასევე ნახეთ:
გაფრთხილება! სად იწვიმებს და სად შენარჩუნდება უნალექო ამინდი - პროგნოზი ქალაქების მიხედვით