„ნაყოფი მუცელში ოთხად იყო მოკეცილი...“ - ამბავი გოგოსი, რომელიც ქვეყანას სასწაულებრივად მოევლინა
1748843603
ტაილანდში ვეფხვი თავს დაესხა ინდოეთიდან ჩამოსულ ტურისტს, რომელსაც მასთან ფოტოს გადაღება სურდა. ამის შესახებ Economic Times იუწყება.
ვიდეო გადაღებულია პარკში, რომელიც ცნობილია, როგორც „პეკეტის ვეფხვის სამეფო“ სახელწოდებით. ზრდასრული ვეფხვი მოულოდნელად თავს ესხმის კაცს, როდესაც ის მის გვერდით ჯდება სელფის გადასაღებად.
ტურისტი ცხოველთან მწვრთნელთან ერთად გადაადგილდებოდა, ვიდეოში ჩანს, რომ ის ცხოველის გაკონტროლებას ჯოხით ცდილობდა, მაგრამ ამან არ უშველა, მედიის ცნობით, ინდოელი მსუბუქად დაშავდა.
ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
ბევრი მომხმარებელი ვარაუდობს, რომ თავდასხმა გამოწვეული იყო ტურისტის არაადეკვატური ქცევით: ის ვეფხვს მგრძნობიერე ადგილებში, მათ შორის კუდის მახლობლად, ზურგის ქვედა ნაწილში მოეფერა. ამან, მათი აზრით, მტაცებლის პროვოცირება გამოიწვია.
"აქ ვეფხვები დამამშვიდებელი წამლების ქვეშ იმყოფებიან, მაგრამ ეს მათ უსაფრთხოდ არ აქცევს", - თქვა პარკის ერთ-ერთმა სტუმარმა.
„პუკეტის ვეფხვის სამეფოს“ დიდი ხანია აკრიტიკებენ ცხოველთა უფლებების დამცველები მტაცებლების ექსპლუატაციის გამო. ინდოელ კაცზე თავდასხმამ კიდევ ერთხელ გააჩინა კითხვები გართობის ეთიკის შესახებ, რომელიც გარეულ ცხოველებს ტურისტულ ატრაქციონად იყენებს.