ვარშავა კიევისგან უკრაინელი ჟურნალისტის მიერ პოლონეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფის გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს

ვარშავა კიევი

უკრაინელი ჟურნალისტის ვიტალი მაზურენკოს მიერ პოლონეთის პრეზიდენტის კაროლ ნავროცკის შეურაცხყოფის გამო, ვარშავა კიევისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.

მაზურენკომ ერთ-ერთი პოლონური ტელეარხის პირდაპირ ეთერში პრეზიდენტი ნავროცკი ციხეში მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტს შეადარა, ხოლო მას შემდეგ რაც ტელეწამყვანმა მას ბოდიშის მოხდა სთხოვა, უკრაინელმა ჟურნალისტმა წამყვანი ანტიუკრაინულ პროპაგანდაში დაადანაშაულა.

პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ზბიგნევ ბოგუცკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მაზურენკომ პოლონეთის პრეზიდენტის საჯარო შეურაცხყოფისთვის პასუხი უნდა აგოს.