სტამბოლში, 19 მსახიობი და მომღერალი დააკავეს - ცნობილია დაკავებულების ვინაობა
1759916398
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, საჰაერო სივრცეში დრონების შეჭრასთან დაკავშირებულმა ბოლოდროინდელმა ინციდენტებმა აჩვენა, რომ ევროპა ჰიბრიდული ომის წინაშეა, რის წინააღმდეგაც საპასუხო ზომების მიღებაა საჭირო.
მისი თქმით, ეს არის თანმიმდევრული კამპანია.
„ეს შემთხვევითი შევიწროება არ არის, თანმიმდევრული კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოქალაქეების აღშფოთებას, ჩვენი სიმტკიცის გამოცდას, ჩვენი კავშირის გაყოფას და უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის შესუსტებას. დროა, ამას თავის სახელი დავარქვათ. ეს ჰიბრიდული ომია“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიზანი ევროპაში „განხეთქილების დათესვაა“.
„ჩვენ შეგვიძლია, ვუყუროთ რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების ესკალაციას ან მათ ერთიანობით და მტკიცედ შევხვდეთ“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.