უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურეს

ცეზარ კუნიკოვი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“ გაანადგურეს.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ქვედანაყოფებთან ერთად გაანადგურეს ოკუპანტების დიდი სადესანტო ხომალდი „ცეზარ კუნიკოვი“, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ ალუპკის მახლობლად იმყოფებოდა“, - აღნიშნავენ უწყებაში.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ინფორმაციით, „ცეზარ კუნიკოვი“ 112 მეტრის სიგრძის გემია, რომელიც საარტილერიო დანადგარებითაა აღჭურვილი და მისი ეკიპაჟი 87 ადამიანისგან შედგება.