უკრაინელებს შეუძლიათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვება - მილერი

მეთიუ მილერი

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ უკრაინელებს შეუძლიათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მოპოვება.

„უკრაინელებმა ახლახან ჩაძირეს კიდევ ერთი რუსული გემი შავ ზღვაში. ამიტომ, ვფიქრობ, მათ მარაგში კიდევ აქვთ მოულოდნელობები. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მათ“, – აღნიშნა მილერმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ქერჩში რამდენიმე აფეთქება მოხდა, ხოლო ყირიმის ხიდი რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში იყო გადაკეტილი.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მხრიდან თავდასხმის შედეგად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო გემი ჩაიძირა. ოფიციალური პირების განცხადებით, არიან დაღუპულები და დაჭრილები.