1756919518
უახლოეს მომავალში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შანსი მცირეა - დონალდ ტუსკი

უახლოეს მომავალში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრის შანსი მცირეა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, ევროპა მზადაა, იმოქმედოს. ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი მზადაა, დაელოდოს რუსეთის ნაბიჯს.
„ის, რასაც ევროპა ამჟამად წარმოადგენს, ოპტიმისტურია. მეორეს მხრივ, ჩვენ გაცილებით ნაკლებად ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამ საკითხში რუსეთის ქცევის მიმართ. ჩვენ გავაგრძელებთ მოქმედებას“,- აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.
ამასთან, ტუსკის თქმით, პოლონეთი უკრაინაში ჯარებს არ გაგზავნის, თუმცა პასუხისმგებელი იქნება ლოგისტიკაზე.
„პოლონეთი, როგორც არაერთხელ ხაზგასმით აღვნიშნეთ, არ გეგმავს ჯარების გაგზავნას უკრაინაში არც ახლა და არც ომის დასრულების შემდეგ. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ ლოგისტიკაზე. ეს საკმარისი, თუ არა განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანაა”,- განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კოალიციის არცერთი პარტნიორი არ ეწინააღმდეგება პოლონეთის გადაწყვეტილებას.
„რა თქმა უნდა, ყველა იღებს პოლონეთის მხრიდან უკრაინის დახმარების ამ ფორმას“,- განაცხადა ტუსკმა.