1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
მიჩიგანში ახალდაქორწინებულმა წყვილმა ლატარიაში მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
ლატარიის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 57 წლის მიჩიგანელმა კაცმა იყიდა ბილეთი თავისი ახალი მეუღლისთვის, შედეგად კი თანხა მოიგეს.
მამაკაცის დაქორწინების მეორე დღეს პრესიდან შეძენილი ბილეთი მომგებიანი აღმოჩნდა. ,,ქორწილის მეორე დღეს ვიყიდე ბილეთი და ჩემს ცოლს მივეცი, რომ გადაეფხიკა“, - თქვა მამაკაცმა.
,,ჩვენ განვაგრძეთ ინსტრუქციების კითხვა უსასრულოდ, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ეს ნამდვილად მოხდა"", - დასძინა კაცმა.
მამაკაცი, რომელიც ამ დროისთვის ანონიმურად რჩება, „გეგმავს თავისი მოგების ინვესტირებას“, თუმცა გაურკვეველია ზუსტად როგორ.