ცოცხლად დამარხულმა ბავშვებმა მიწის ქვეშ 16 საათი გაატარეს - სასკოლო ავტობუსის გატაცების საქმე

ავტობუსის გატაცება

1976 წლის 15 ივლისს 26 სკოლის მოსწავლე და მათი ავტობუსის მძღოლი გაიტაცეს და ცოცხლად დამარხეს ამავე ტრაქტორის მისაბმელში. 

გამტაცებლები სამი 20 წლის ახალგაზრდები იყვნენ. ისინი, გამოსასყიდის სახით, 5 მილიონ დოლარს ითხოვდნენ და ბავშვებს 11 საათის განმავლობაში ავტობუსით ატარებდნენ. შემდეგ, ბავშვები ავტობუსიდან ორ ფურგონში გადაიყვანეს და აიძულეს, ფურგონებში გადამხტარიყვნენ, რათა კვალი არ დაეტოვათ. ბოლოს ცოცხლად დამარხეს, თვითონ კი გაიქცნენ.

ფურგონების შიგნით გამტაცებლებმა ააგეს იმპროვიზებული საკნები ხის პანელის დამონტაჟებით, ფანჯრები კი შეღებეს, რადგან გარედან არაფერი გამოჩენილიყო.

 

ამის შემდეგ, ავტობუსის მძღოლი და ბავშვები სათითაოდ გამოიყვანეს ფურგონიდან და ჩაუშვეს ორმოში. მათ მალევე გაიგეს, რომ ისინი ძველ სატვირთო ტრაილერში იყვნენ და 12 ფუტის ქვეშ დამარხეს.

ხვრელის შიგნით ბავშვებმა იპოვეს სასმელი წყლით სავსე კონტეინერები. ასევე აღმოაჩინეს ბურღულეულის ყუთები, არაქისის კარაქი და პური.

 

ბავშვებმა მიწის ქვეშ 16 საათი გაატარეს.

(ავტობუსის მძღოლი)

ფურგონი

ბავშვები და მძღოლი სასწაულებრივად გადარჩნენ - ავტობუსის მძღოლი ედ რეი და 14 წლის მაიკლ მარშალი რიგრიგობით ცდილობდნენ მძიმე საფარის მოშორებას. 28-საათიანი მიწის გათხრის შემდეგ, ბავშვები კლდის კარიერისკენ გაემართნენ, სადაც მუშები დახვდნენ, ადგილზე მალევე მივიდა პოლიციაც.

გამტაცებლებს სამუდამო პატიმრობა  მიუსაჯეს.

დაკავებულები

ამ ამბის შესახებ, CNN Films-მა და Max-მა დოკუმენტური ფილმი გადაიღო. დოკუმენტური ფილმი, რომლის რეჟისორია პოლ სოლეტი, შეიცავს ექსკლუზიურ ინტერვიუებს გადარჩენილებთან.