ცნობილია, ვინ არის ქართველის მკვლელობაში ბრალდებული კაცი, რომელსაც ნიდერლანდების პოლიცია ეძებს - უწყება ძებნილის ფოტოს აქვეყნებს

ნიდერლანდების პოლიცია

ნიდერლანდების პოლიცია ეძებს 28 წლის თორნიკე მანველიძეს, რომელმაც საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს, ქალაქ უტრეხტში, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ქვეყნის სამართალდამცავი უწყების ცნობით, შემთხვევა სამშაბათს, 19 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. ცნობილია, რომ 32 წლის ქართველი კაცი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

უწყება მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მისი დანახვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ პოლიციას მიმართონ.

„ამჟამად, თორნიკე მანველიძის ადგილსამყოფელი უცნობია. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ მის ფოტოს. ნებისმიერი ინფორმაციის შემთხვევაში დარეკეთ 112-ში, ინფორმაციის გაზიარება ასევე შესაძლებელია, ანონიმური დანაშაულის შესახებ", - წერს პოლიცია.

წყარო