ცნობილი გახდა რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილის გარდაცვალების მიზეზი

რობერტ დე ნირო

3 ივლისს რობერტ დე ნიროს 19 წლის შვილიშვილი ლეანდრო დე ნირო როდრიგესი გარდაიცვალა. თინეიჯერის სიკვდილის მიზეზი უნებლიე ნარკოტიკული ზედოზირება გახდა. ინფორმაციას როდრიგესის დედა დრენა დე ნირო ავრცელებს.

„ვიღაცამ მას ფენტანილიანი აბები მიყიდა. დარწმუნებული ვარ გამყიდველმა იცოდა რომ აბები ფენტანილით არის გაზავებული, მაგრამ არაფერი თქვა. ის ალბათ ახლაც ამ ნეხვს ყიდის, ჩემი შვილი კი სამუდამოდ წავიდა“, – ამბობს დრენა დე ნირო.

2021 წლის მონაცემებით აშშ-ში ფენტანილის ზედოზირებით 70 000 ადამიანი გარდაიცვალა. მათ შორის სერიალ The Wire-ის ვარსკვლავი მაიკლ კ. უილიამსი, რომელსაც დილერებმა ფენტანილიანი ჰეროინი მიჰყიდეს.

შვილიშვილის დაღუპვას თავად მსახიობიც გამოეხმაურა:

„ჩემი საყვარელი შვილიშვილის, ლეოს გარდაცვალებით შოკირებული ვარ. ყველა მადლობას გიხდით მისამძიმრებისთვის. ამ რთულ დროს გთხოვთ პატივი სცეთ ჩვენი ოჯახის პირად სივრცეს“. 

ასევე დაგაინტერესებთ:

ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილზე პოსტს აქვეყნებს

მაისში საქართველოში მშენებლობა გაძვირდა - საქსტატი

თავისი შვილების დედებს როგორც ექცევა, იმაზე უარესად ექცევა ქართულ საზოგადოებას - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე