„დიდებული და ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა“ - ტრამპი
1757537945
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს, რომ უკრაინელი ლტოლვილი გოგოს მკვლელობაში ბრალდებული სიკვდილით უნდა დაისაჯოს. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი გამოხატავს შეშფოთებას მომხდარის გამო და აღნიშნავს, რომ, სიკვდილით დასჯის გარდა, ბრალდებულისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
„ცხოველი, რომელმაც ასე ძალადობრივად მოკლა ახალგაზრდა, ლამაზი უკრაინელი ქალი, რომელიც ამერიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების ძიების მიზნით ჩამოვიდა, სწრაფად უნდა გაასამართლონ და მხოლოდ სიკვდილით დასჯა მიუსაჯონ. სხვა ვარიანტი არ არსებობს”, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, უკრაინელი ლტოლვილი, 23 წლის ირინა ზალუცკა ჩრდილოეთ კაროლინაში აგვისტოში მოკლეს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აყენებს ბრალდებული დეკარლოს ბრაუნი ახალგაზრდას ცივი იარაღით ჭრილობას ყელის არეში. თავდამსხმელი დაკავებულია.