გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ხელმძღვანელი ეიალ ზამირი აცხადებს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოსალოდნელი ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე ღაზაში ოპერატიული მისიების შესრულებას გააგრძელებენ.
„ჩვენმა სამხედრო აქტივობამ პოლიტიკური მიღწევა მოგვიტანა. მომდევნო საათებში ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს ადგილზე ოპერატიული მისიების შესრულებას ცეცხლის შეწყვეტამდე, ხელმოწერილი შეთანხმების შესაბამისად“, – განუცხადა ზამირმა.
მისივე თქმით, თავდაცვის ძალებმა ცეცხლის შეწყვეტაზე გადასვლა ზომიერად, პროფესიონალურად და მოწესრიგებულად უნდა განახორციელონ.
ცნობისთვის, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მას შემდეგ დაიწყება, რაც ისრაელის მთავრობა სამშვიდობო შეთანხმებას ოფიციალურად დაამტკიცებს. „ჰამასის“ წარმომადგენელი ოსამა ჰამდანი კატარულ ტელეკომპანიასთან აცხადებს, რომ ისრაელი ღაზის დასახლებებიდან ძალებს ხვალ გაიყვანს, მათ შორის ხან-იუნისიდან, რაფაჰიდან და ქალაქ ღაზიდან.