„ცაჰალმა“ დაადასტურა მძევლად აყვანილი 19 წლის კაპრალის ნოა მარჩიანოს დაღუპვა, რომელიც, „ჰამასის“ მტკიცებით, ისრაელის ავიაიერიშს ემსხვერპლა

ნოა მარჩიანო

„ცაჰალმა“ დაადასტურა, რომ 19 წლის კაპრალი ნოა მარჩიანო, რომელიც „ჰამასმა“ მძევლად 7 ოქტომბერს აიყვანა, დაიღუპა. ამის შესახებ BBC იტყობინება.

ისრაელური მედიის ცნობით, ნოა მარჩიანო „ნაჰალ ოზის“ ბაზაზე მსახურობდა, რომელზეც 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მებრძოლები შეიჭრნენ.

მანამდე „ჰამასმა“ გაავრცელა 11 ოქტომბერს გადაღებული ვიდეო, რომელშიც მძევლად აყვანილი ნოა მარჩიანო საუბრობდა. ვიდეოს მეორე ნაწილში მისი ცხედარია ნაჩვენები. „ჰამასის“ მტკიცებით, ნოა მარჩიანო ისრაელის ავიაიერიშს ემსხვერპლა.