ტრამპმა ხელი მოაწერა „ანტიფას“ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების განკარგულებას

მო

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა „ანტიფას“ შიდა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების განკარგულებას. შესაბამის ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ „ანტიფა“ არის მილიტარისტული, ანარქისტული ორგანიზაცია, რომელიც გამოდის მოწოდებით აშშ-ის მთავრობის, სამართალდამცავი ხელისუფლებისა, აშშ-ის სამართლებრივი სისტემის დამხობის მოწოდებით და ამ მიზნების მისაღწევად იყენებს უკანონო საშუალებებს, მათ შორის ძალადობას და ტერორიზმს.

განკარგულება ავალებს ფედერალურ მთავრობას, გამოიძიოს, აღკვეთოს და ჩაშალოს არალეგალური ოპერაციები, რომლებსაც ატარებს „ანტიფა“ ან ნებისმიერი პირი, რომელიც აცხადებს, რომ „ანტიფას“ სახელით მოქმედებს.

დონალდ ტრამპის განკარგულება ასევე ითხოვს ასეთი ოპერაციების დაფინანსების წყაროების გამოვლენას, აღკვეთას და ლიკვიდაციას.

თეთრი სახლის განცხადებით, „ანტიფა“ ახორციელებს ახალგაზრდა ამერიკელების გადაბირებას და რადიკალიზაციას ძალადობაში ჩასართავად.