ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს თანხმდება

ტრამპის შეხვედრა ევროპელ ლიდერებთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს თანხმდება.

„ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა, რომ რუსეთი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ვფიქრობ, რომ ევროპული ქვეყნები ტვირთის დიდ ნაწილს საკუთარ თავზე აიღებენ. ჩვენ მათ დავეხმარებით“, - განაცხადა მან.

ტრამპის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც ის ვაშინგტონში ლიდერებთან დღეს განიხილავს, არის „ვინ რას გააკეთებს“.

„ჩვენ ასევე უნდა განვიხილოთ ტერიტორიების შესაძლო გაცვლა. ასეთი გაცვლები უნდა მოხდეს ამჟამინდელი საკონტაქტო ხაზის გათვალისწინებით. ეს ნიშნავს ომის ზონას, ომის ხაზებს, რომლებიც ახლა, საკმაოდ აშკარაა“, - დასძინა მან.