როგორ მოვაშოროთ მეორად ტანსაცმელს უსიამოვნო სუნი - რჩევა
1755532230
აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, მან სავარაუდოდ „მოაგვარა შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის“.
„მე თითქოსდა მოვაწყვე შეხვედრა პუტინსა და ზელენსკის შორის და სწორედ მათ მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩვენ 7000 მილით შორს ვიმყოფებით. მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და ვცდილობთ შევთანხმდეთ პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე, ვნახოთ, რა მოხდება. თუ გამოვა, მაშინ მე სამმხრივ შეხვედრაზე წავალ და დავასრულებ მას“, – განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე ფიქრობდა.
„ვფიქრობ, ისინი უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე მეგონა, წინააღმდეგ შემთხვევაში, არ მოვაწყობდი ამ ორის შეხვედრას. მე მოვაწყობდი სამმხრივს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უკეთ მიდის საქმე. უკრაინა თავის ცხოვრებას დაიბრუნებს. ისინი ბევრ მიწას მიიღებენ. ეს იყო ომი და რუსეთი ძლევამოსილი სამხედრო ძალაა, მოსწონს თუ არა ეს ხალხს“.
ამასთან, დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში საუბარი არ არის ამერიკული კონტინგენტის განთავსებაზე.
ამასთან, დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ მასსა და ვლადიმირ პუტინს შორის უფრო დამთბარია ურთიერთობა და ეს ანკორიჯის სამიტზეც იგრძნობოდა. ტრამპის თქმით, მას ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების თანდასწრებით არ დაურეკავს ვლადიმირ პუტინისთვის, რადგან ეს უპატივცემულობა იქნებოდა რუსეთის ლიდერის მიმართ.
დონალდ ტრამპი ასევე აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების მომხრეა. როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, ზოგიერთი ევროპელი ლიდერი მისგან განსხვავებით არ ჩქარობს. მისივე თქმით, თეთრ სახლში ევროპელების მასპინძლობის დროს ერთ-ერთმა მათგანმა ურჩია, მომდევნო თვეების განმავლობაში კიდევ ერთხელ შეხვედრილიყვნენ. თუმცა, ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რომელ ლიდერზეა საუბარი.
„ერთ-ერთმა ჯენტლმენმა, რომელიც შესანიშნავი ადამიანია, იმედია არ ვაწყენინე, თქვა, „მოდით, შევხვდეთ ერთ-ორ თვეში“, მე ვუპასუხე, ერთ-ორ თვეში კიდევ 40 000 დაღუპული იქნება. ეს ამაღამვე უნდა გავაკეთოთ და ასეც მოვიქეცი. მე დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და ვცდილობ, შევათანხმო პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრა“, – განაცხადა ტრამპმა.