„ყურადღება მიაქციეთ ცხიმს ხორცზე...“ - სპეციალისტების გაფრთხილება ხორცის შეძენის წინ
1762171391
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ განიხილავს გარიგებას, რომელიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ გამოსაყენებლად შორ მანძილზე მოქმედი „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიღების საშუალებას მისცემდა.
ტრამპი სკეპტიკურად შეხვდა იმ გეგმას, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებს „ტომაჰავკები“ ნატოს წევრი ქვეყნებისთვის უნდა მიეყიდა, რომლებიც შემდეგ მათ უკრაინას გადასცემდნენ, იმ მოტივით, რომ მას ომის ესკალაცია არ სურს
„არა, სინამდვილეში არა“, - ასე უპასუხა ტრამპმა ჟურნალისტებს, რომლებმაც ჰკითხეს განიხილავდა თუ არა ის რაკეტების გაყიდვის გარიგებას. ამასთან, თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ აზრის შეცვლა შეუძლია.