1770920794
The Wall Street Journal: პენტაგონი ახლო აღმოსავლეთში გადასასროლად მეორე ავიამზიდს ამზადებს
სამი ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, პენტაგონმა ავიამზიდის მეორე დამრტყმელ ჯგუფს ახლო აღმოსავლეთში გადასასროლად მომზადება დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal ავრცელებს.
სამშაბათს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ იგი ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდის გაგზავნის საკითხს განიხილავს, რათა მოემზადოს სამხედრო მოქმედებებისთვის იმ შემთხვევაში, თუ ირანთან მოლაპარაკებები ჩაიშლება.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, გადასროლის ბრძანება შესაძლოა რამდენიმე საათში გაიცეს.
ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ტრამპს მეორე ავიამზიდის გადასროლის შესახებ ოფიციალური ბრძანება ჯერ არ გაუცია და გეგმები შესაძლოა შეიცვალოს.
ავიამზიდი შეუერთდება USS Abraham Lincoln-ს, რომელიც უკვე იმყოფება რეგიონში.










