ნინო ჩხეიძე ისრაელიდან მიმართვას ავრცელებს და არსებულ ვითარებაზე წერს
1772440085
მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა აფეთქებების ხმა თეირანში. ისრაელისა და შეერთებული შტატების ერთობლივი იერიშის შედეგად ირანის დედაქალაქის რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა; დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა. მათ შორის, ირანის სახელმწიფო მაუწყებლის შენობის ნაწილიც.
ამავე დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაადასტურეს, რომ მათ საპასუხო იერიში მიიტანეს ლიბანში "ჰეზბოლას" ობიექტებზე. The Times of Israel-ის ცნობით, დარტყმები მას შემდეგ დაიწყო, რაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ღამით ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე რაკეტა ისროლა.
შეტევა იყო იერუსალიმზეც - CNN-ის ცნობით, ირანული რაკეტების თავდასხმის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. აფეთქებების ხმა ისმოდა ასევე თელ-ავივის მახლობლად. ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად გაჩენილი ცეცხლის ლიკვიდირება მეხანძრეებმა დროულად შეძლეს. დაშავებულებისშესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და მოსახლეობა თავშესაფრებეშია გადაყვანილი.
პარალელურად, ირანმა დარტყმები განაახლა ბაჰრეინის დედაქალქზე. "როიტერის" ცნობით, სამიზნე მანამაში არსებული ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ბაზა იყო. აფეთქებების შედეგად დაზიანებულია მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებიც. ქვეყანაში კვლავ საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. დაკეტილია საჰაერო სივრცე.
აფეთქებების ხმა ისმოდა ერაყის ცენტრალურ ნაწილშიც.
ირანმა იერიში ქალაქ ერბილისაეროპორტის მახლობლად მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე მიიტანა. არსებული ინფორმაციით, ერაყის სამხედრო ძალებმა ერბილის თავზე რამდენიმე რაკეტა და ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი ჩამოაგდეს.