„სქაი ნიუსი“ - დიდი ბრიტანეთი დრონების მასობრივ წარმოებას იწყებს, რათა უკრაინას რუსეთის საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს

დორნები

დიდი ბრიტანეთი დრონების მასობრივ წარმოებას იწყებს, რათა უკრაინას რუსეთის საჰაერო თავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ლონდონსა და კიევს შორის ინდუსტრიული შეთანხმების დადების შემდეგ ტექნოლოგიების გაზიარების ფარგლებში პირველი ინიციატივაა.

გაერთიანებული სამეფოს ეს ინიციატივა უკრაინის დაბომბვის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას უკავშირდება.

„სქაი ნიუსის“ ცნობით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ნატო-ს წევრმა ქვეყანამ უკრაინაში მიმდინარე ომის დროს გასროლა განახორციელა, რამაც კონფლიქტის ესკალაციის რისკი გააჩინა.

დიდმა ბრიტანეთმა განაცხადა, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას ცდილობს.

ცნობისთვის, ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას, რომელიც ინტელექტუალური საკუთრების ერთობლივ განვითარებასა და გაზიარებას ითვალისწინებს, ხელი გასულ კვირას მოეწერა.