სირიის პრეზიდენტი ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ „სიენენი“ წერს.

როგორც მედია იუწყება, 1967 წლის შემდეგ ეს სირიის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია გაერო-ში.

„სიენენის“ ცნობით, აჰმედ ალ-შარაას ვიზიტი დამასკოსთვის მნიშვნელოვან დიპლომატიურ მომენტს წარმოადგენს, რადგან სირიის პრეზიდენტი გაერო-ში თითქმის ექვსი ათწლეულის შემდეგ ბრუნდება.

დელეგაციაში, რომელსაც ალ-შარაა ხელმძღვანელობს, სირიელი მინისტრები და მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებიან.