შეკარით მუშტი და დააკვირდით ცერა თითს - ტესტი, რომელიც თქვენი პიროვნების უცნობ მხარეებს დაგანახვებთ
1762203102
                                                                სიდნეიში სამხედრო გამოფენის მიმდინარეობისას პალესტინის მხარდამჭერ დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც მედია წერს, დაკავებულია 13 ადამიანი. დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს. პოლიციის განცხადებით, მომიტინგეთა ჯგუფმა უსაფრთხოების კორდონის გარღვევა სცადა, არეულობის დროს დაშავდა ორი ოფიცერი.
მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები გამოფენაში ისრაელის თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორი კომპანიების მონაწილეობას აპროტესტებდნენ.
ინდო-წყნარი ოკეანის საერთაშორისო საზღვაო გამოფენა სიდნეის საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრში დღეს გაიხსნა. საზღვაო-სამხედრო შეიარაღების გამოფენაში მონაწილეობენ ავსტრალიური და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოადგენენ სახელმწიფო სექტორს, თავდაცვის და მრეწველობის სფეროს, ასევე სამეცნიერო და ტექნოლოგიურ წრეებს.