შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა

ნიკოლ ფაშინიანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა გაიმართა.

აღნიშნულის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფაშინიანი წერს, შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობის დამყარებისკენ მიმართული ნაბიჯების მნიშვნელობას.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრეს რეგიონული კომუნიკაციების განვითარების მიზნით კონსტრუქციული მიდგომების შენარჩუნების აუცილებლობაზე. ფაშინიანის განცხადებით, მხარეები დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.