საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის რეგიონების ნაწილში - საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც, დახურულია კრასნოდარის, იაროსლავლის, კალუგის, სოჭის, ნიჟნი ნოვგოროდის და გელენჯიკის აეროპორტები

jjj

 საჰაერო განგაშია გამოცხადებული უკრაინის რეგიონების ნაწილში. მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

რუსეთის თავდასხმის სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქი - ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დრონებით დარტყმის შედეგად დაშავებულია 4 მოქალაქე, განადგურებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, კერძო საცხოვრებელი სახლები და მეურნეობები.

საპასუხო იერიშებს ახორციელებს უკრაინაც. აფეთქებების ხმა ისმის ოკუპირებულ ყირიმში. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, ფეოდოსიაში ნავთობის საცავი იწვის.

უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებიდან მომდინარე საფრთხის გამო, დახურულია კრასნოდარის, იაროსლავლის, კალუგის, სოჭის, ნიჟნი ნოვგოროდის და გელენჯიკის აეროპორტები.