საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც პარიზში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე სავარაუდოდ ტერაქტს ამზადებდა - მედია

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი,

საფრანგეთში დააკავეს 16 წლის მოზარდი, რომელიც პარიზში დაგეგმილ ზაფხულის ოლიმპიადაზე სავარაუდოდ ტერაქტს ამზადებდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მოზარდი მას შემდეგ დააკავეს, რაც მან სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ „შაჰიდის ქამრის“ დამზადებას აპირებდა, რათა ოლიმპიადაზე „ისლამური სახალიფოსთვის მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდეს“.

ანონიმური წყაროს ცნობით, მოზარდი ტერაქტს „დეფანსის“ სტადიონზე გეგმავდა.

საქმის გამოძიებას საფრანგეთის ეროვნული ანტიტერორისტული პროკურტურა აწარმოებს.

ამჟამად დაკავებული მოზარდი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება, სადაც სამართალდამცველები არკვევენ, რეალური იყო თუ არა მისი მუქარა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოზარდი მშობლების სახლში აიყვანეს. ამოღებულია ჩანაწერები, სადაც ის „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულების შესახებ წერს.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის შიდა უსაფრთხოების მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ შეშფოთებულია პარიზში ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალზე ტერაქტების მოწყობის ალბათობის გამო.