საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა

სებასტიან ლეკორნუ

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა ნაკლებად სავარაუდოა.

მისი თქმით, მან სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებები გამართა და ამ მოლაპარაკებებმა აჩვენა საერთო სურვილი, რომ ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბოლომდე დამტკიცდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ პრესაში ბევრი რამ ითქვა, განსაკუთრებით გუშინ, მაქვს საფუძვლიანი მიზეზი, გითხრათ, რომ დადებით მოვლენებს შორის, ყველა კონსულტაცია, რომელიც მქონდა, აჩვენებს საერთო სურვილს, რომ საფრანგეთს ჰქონდეს ბიუჯეტი მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე. ეს საერთო სურვილი ქმნის იმპულსს და დაახლოებას, რაც აშკარად გვაშორებს დაშლის პერსპექტივიდან. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი. ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, უნდა მოიცავდეს რიგ პარამეტრებს, რომლებიც საშუალებას მისცემს საფრანგეთს, ამ საფუძველზე წინ წავიდეს“, – განაცხადა ლეკორნუმ მიმართვისას.

მან დასძინა, რომ დღეს საღამოს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება, რათა პოლიტიკურ პარტიებთან მოლაპარაკებების შედეგები განიხილოს.