ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 26 ივლისი გაბრიელ მთავარანგელოზის ხსენების დღეა
1753504680
საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები მიუღებელია, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ბენჟამენ ადადმა განაცხადა, იტყობინება საქართველოში საფრანგეთის საელჩო.
მისი თქმით, საფრანგეთი გმობს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ გადახვევას, 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ“.
„საქართველოში ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები, ზურაბ ჯაფარიძის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და გიორგი ვაშაძის დაპატიმრებითა და გასამართლებით, მიუღებელია. საფრანგეთი გმობს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ გადახვევას, 2024 წლის არც თავისუფალი, არც სამართლიანი არჩევნების შემდეგ“, – დაწერა ბენჟამენ ადადმა.