რატომ ვამბობთ ტელეფონზე საუბრის დროს „ალო-ს“ - ცოტამ თუ იცის, რა სიტყვას გვთავაზობდნენ მის სანაცვლოდ
1789239774
საბერძნეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სერესში ჰოლივუდური სცენარის მსგავსი შემთხვევა მოხდა. პოლიციის ფორმაში გადაცმულმა შეიარაღებულმა პირებმა ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოდან პატიმარი გაიტაცეს.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც 41 წლის პატიმარმა თქვა, რომ შეუძლოდ იყო, რის გამოც იგი ციხიდან სერესის საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოკვლევებზე.
სანამ პატიმარი სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა, საავადმყოფოს ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილის მსგავსი მანქანით შეიარაღებული პირები მივიდნენ, რომელთაც პოლიციელების ფორმა ეცვათ. თავდამსხმელებმა მოულოდნელად განაიარაღეს პატიმრის მცველი სამართალდამცველები, პატიმარი გაათავისუფლეს და მასთან ერთად შემთხვევის ადგილიდან სწრაფად მიიმალნენ.
მომხდარის შემდეგ საბერძნეთის პოლიციამ მთელი რეგიონის მასშტაბით ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია და სამძებრო ღონისძიებები წამოიწყო. გადაკეტილია ძირითადი გზები და მიმდინარეობს თავდამსხმელებისა და გაქცეული პატიმრის იდენტიფიცირებისა და დაკავების პროცედურები.
საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს
1789069156