ძლიერი თოვა და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი... - როდიდან უარესდება ამინდი?
1734285613
საბერძნეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, კუნძულ გავდოსის მახლობლად, მიგრანტების ხის ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა. ბევრი მათგანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ინფორმაცია Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ამ დროისთვის 39 ადამიანია გადარჩენილი, მათი უმეტესობა პაკისტანიდანაა. ისინი ნავის ჩაძირვის ადგილას გამვლელმა სატვირთო გემებმა გადაარჩინეს.
სანაპირო დაცვის ინფორმაციით, გადარჩენილები კუნძულ კრეტაზე გადაიყვანეს. მათვე განმარტებით, დაკარგული ადამიანების რაოდენობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.