გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკში დააკავეს კაცი, რომელიც დღის განმავლობაში ერთი ცალი მანდარინის მოპარვას ცდილობდა.
უცნობი დაცვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ბრიგადამ დააკავა, როგორც რუსულ მედიებში წერენ ეჭვმიტანილი მაღაზიათა ქსელ პეწიოროჩკას ერთ-ერთ ფილიალში შედიოდა და ერთი ცალი მანდარინის მოპარვას ცდილობდა, ის ოთხჯერ შეამჩნიეს და ციტრუსი ჩამოართვეს. წარმატებული აღმოჩნდა მეხუთე ცდა, მაგრამ გარეთ გასულ კაცს დაცვის პოლიცია დახვდა.
„მებრძოლებმა დააკავეს კაცი, რომელმაც მეხუთე ცდაზე ერთი ცალი მანდარინის მოპარვა შეძლო. ამ დღეს ის რამდენჯერმე მივიდა მაღაზიაში და საახალწლო ციტრუსის მოპარვას ეცადა, მაგრამ მისი ქმედებები ყველა ჯერზე აღიკვეთა“ – წერია დაცვის სამსახურის განცხადებაში.
კაცი პოლიციას ჩააბარეს, საქმე წვრილმანი ქურდობის მუხლით არის აღძრული, ეჭვმიტანილს საკუთარი ქმედებები არ განუმარტავს.