რუსეთმა ღამით უკრაინას 31 "შაჰიდით" და 6 რაკეტით შეუტია - უკრაინის ცნობით, ჩამოაგდეს 23 დრონი

შაჰიდი

კრაინის საჰაერო ძალები აცხადებენ, რომ გასულ ღამეს რუსებმა უკრაინას 31 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და 6 რაკეტით შეუტიეს. უწყების თქმით, უკრაინელებმა 23 დრონი ჩამოაგდეს.

"საჰაერო თავდაცვამ გაანადგურა 23 თავდასხმის დრონი ოდესის, მიკოლაევის, პოლტავის, დნიპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებში", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის საჰაერო ძალები ასევე აღნიშნავენ, რომ ოკუპანტებმა დრონები რუსეთის ტერიტორიიდან და დროებით ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვეს. S-300, Kh-22 და Kh-31P ტიპის რაკეტები კი დონეცკიდან.