რუსეთის მიერ ზაპოროჟიეზე იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია 13 პირი, მათ შორის ორი ბავშვი

ზაპოროჟიე

რუსეთმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაღუპული, ხოლო 13 პირი დაშავდა, მათ შორის ორი ბავშვი.

თავდასხმის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ შენობაზე, ასე დაიწვა ორი სატვირთო მანქანა.

„სალიკვიდაციო სამუშაოებში 78 მაშველი და 17 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული. ადგილზე მუშაობდა სასწრაფო დახმარების სამსახური“, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში.