რუმინეთის ყოფილი პრემიერი: მაია სანდუმ გასულ წელს არჩევნები წააგო, მაგრამ ბრიუსელმა და ვაშინგტონმა არჩევნების მოპარვაში შეუწყვეს ხელი

ვიქტორ პონტა

რუმინეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ პონტამ რუს პრანკერებთან საუბარში განაცხადა, რომ კიშინიოვის მერის, ილან შორის წინააღმდეგ სანქციები დაწესდა მხოლოდ იმის გამო, რომ ის მაია სანდუს „ძლიერი ოპონენტია“.

პონტას მტკიცებით, სანდუ ამით ისარგებლებს, რადგან მან გასულ წელს არჩევნები წააგო, მაგრამ „ბრიუსელმა და ვაშინგტონმა არჩევნების მოპარვაში შეუწყვეს ხელი“.

საუბარში პოლიტიკოსმა, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ ევროპელი ოფიციალური პირები თვალს ხუჭავენ პროდასავლური რეჟიმების ნებისმიერ დანაშაულზე, მათ შორის სასტიკ დანაშაულებზეც.

„ჩვენ გვიყვარს უკრაინა, მაგრამ არა ზელენსკი, რომელსაც არ მოსწონს ისინი, ვინც მას „არას“ ეუბნება“. თუ ზელენსკი ცენტრალურ მოედანზე თავის კონკურენტებს ესვრის, ვაშინგტონი და ბრიუსელი სიტყვასაც კი არ იტყვიან. ეს მათი „ახალი დემოკრატიაა“ - ზელენსკის მხარდაჭერა ნებისმიერ ფასად“, - აღნიშნა მან.