1756234497
რუდი ჯულიანი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა

ნიუ-იორკის ყოფილი მერი რუდი ჯულიანი ნიუ ჰემფშირში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა. ავტომობილს, რომელშიც ჯულიანი მგზავრობდა, უკნიდან სხვა მანქანა შეეჯახა.
პოლიტიკოსის პირადი დაცვის თანამშრომლის ცნობით, მას აღენიშნება გულმკერდის მალების მოტეხილობა, მრავლობითი ნაფლეთოვანი ჭრილობები და დაჟეჟილობები.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ჯულიანი ოჯახური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს დაეხმარა, რომელმაც მისი მანქანა გზაზე გააჩერა. ინციდენტის შედეგად არავინ დაღუპულა.
81 წლის ჯულიანი ნიუ-იორკის მერის თანამდებობაზე 11 სექტემბრის ტერაქტების დროს მუშაობდა, მოგვიანებით კი დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატიც იყო.