რომის პაპმა შეშფოთება გამოხატა კატარში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო

რომის პაპი ლეო

რომის პაპმა ლეომ შეშფოთება გამოხატა კატარში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

„ახლა მართლაც სერიოზული ამბები ხდება: ისრაელის თავდასხმა „ჰამასის“ რამდენიმე ლიდერზე კატარში“, - განუცხადა პონტიფიკოსმა ჟურნალისტებს.

„ეს სიტუაცია ძალიან სერიოზულია. არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. ეს მართლაც სერიოზულია“, - აღნიშნა მან.

მანამდე ისრაელის თავდაცვითი ძალების სამხედრო-საჰაერო ძალებმა კატარის დედაქალაქ დოჰაში მდებარე დაჯგუფება „ჰამასის“ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანეს.