„როიტერი“ - ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო

ევროკავშირის დროშა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტის განხილვა გაურკვეველი ვადით გადადო. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც  „როიტერი“  ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული საკითხი ოთხშაბათს ბრიუსელში დაგეგმილი ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის დღის წესრიგიდან ამოღებულია.

დიპლომატები მედიასაშუალებასთან აღნიშნავენ, რომ განხილვის ახალი თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

სანქციები მე-19 პაკეტის განხილვა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების შეხვედრაზე, COREPER-ის სხდომაზე იგეგმებოდა.

„ეს საკითხი COREPER-ის დღის წესრიგიდან გუშინ გვიან შუადღეს ამოიღეს. ახალი თარიღი დაგეგმილი არ არის“,  – აღნიშნავს ერთ-ერთმა დიპლომატი „როიტერთან“ საუბრისას.

მანამდე, გამოცემა „ბლუმბერგი“ წერდა, რომ სანქციების მე-19 პაკეტის ფარგლებში ევროკავშირი განიხილავდა ინდური და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ სანქციების მიღებას.