Reuters: ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ევროკავშირის ან მისი წევრი სახელმწიფოების იმ ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „ციფრული სერვისების აქტის“ განხორციელებაზე

ტრამპი

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ევროკავშირის ან მისი წევრი სახელმწიფოების იმ ოფიციალურ პირებზე სანქციების დაწესებას, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან „ციფრული სერვისების აქტის“ განხორციელებაზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამის მიზეზი აშშ-ის პრეტენზიებია, რომ ევროკავშირის კანონი ამერიკელების ცენზურას ახდენს და დამატებით ხარჯებს აკისრებს ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს.

„ასეთი ნაბიჯი იქნება უპრეცედენტო ქმედება, რომელიც გააძლიერებს ტრამპის ადმინისტრაციის ბრძოლას იმის წინააღმდეგ, რასაც ის ევროპის მიერ კონსერვატიული ხმების ჩახშობის მცდელობად მიიჩნევს“, - წერს სააგენტო Reuters.

წყაროების ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს ჯერ არ მიუღიათ საბოლოო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, გაატარებენ თუ არა სადამსჯელო ზომებს, რაც სავარაუდოდ, სავიზო შეზღუდვების სახეს მიიღებს.