გოგა მანია ახალ 2026 წელთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართავს
1760817864
აშშ-ში, მიჩიგანში, ამერიკელმა ქალმა ChatGPT-ის მომგებიანი ციფრების გენერირება სთხოვა, რითაც მან Powerball-ის ლატარიაში 100 000 დოლარის მოგება შეძლო.
მედიის ინფორმაციით, გასული წლის სექტემბერში, დეტროიტის მახლობლად მდებარე ქალაქ ვაიანდოტის მცხოვრებმა, 40 წლის ქალმა გადაწყვიტა, ბედი Powerball-ის ლატარიაში ეცადა, რომლის ჯეკპოტი 1 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.
"მე Powerball-ს მხოლოდ მაშინ ვთამაშობ, როდესაც ჯეკპოტი ნამდვილად დიდია, ამიტომ ბილეთი ვიყიდე", - განაცხადა ქალმა.
ხელოვნური ინტელექტის მიერ შერჩეული ციფრები ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა.
"მე ChatGPT-ს Powerball-ის კომბინაცია ვთხოვე და ეს რიცხვები ჩემს ბილეთში გამოვიყენე", - თქვა მან.
"მე და ჩემი მეუღლე თვალებს არ ვუჯერებდით, როდესაც მოგებული თანხა ვნახეთ. ამ თანხის მეშვეობით ამოსუნთქვას შევძლებთ", - სიხარულით დასძინა მან.